ღია სტუდია - როგორ განვითარდება მოვლენები პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ I 30.05.2024
როგორც მოსალოდნელი იყო, სამშაბათს პარლამენტმა მარტივად დაძლია პრეზიდენტის ვეტო და განმეორებითი კენჭისყრით მხარი დაუჭირა ე.წ. გამჭვირვალობის კანონს. სავარაუდოდ, პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერა გახდება აუცილებელი კანონის ძალაში შესვლისთვის.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი ამბობს, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, კანონის ამოქმედება გადაიდოს, თუ 30 პარლამენტარი საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს კანონის კონსტიტუციასთან შეუთავსებლობის თხოვნით და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კანონის შეჩერების თხოვნით.
„სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლო ასეთ თხოვნას არ დააკმაყოფილებს, თუმცა ცდა შესაძლებელია“, – ამბობს კოტე კანდელაკი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: