ღია სტუდია -  როგორ დასრულდება დასავლეთსა და რუსეთს შორის გამწვავებული ვითარება?
ღია სტუდია - როგორ დასრულდება დასავლეთსა და რუსეთს შორის გამწვავებული ვითარება?
  • როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინის ირგვლივ ოფიციალური მოსკოვი ჯერ კიდევ ელის ვაშინგტონისა და ნატოს წერილობით პასუხს თავის მოთხოვნაზე, რომელიც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას გულისმობს. ევროპელი დემოკრატების გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე თვლის, რომ, სავარაუდოდ, გაგრძელდება მოლაპარაკებები ვაშინგტონს, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ ნატო გაფართოების პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. „სხვა საკითხია, რომ, სავარაუდოდ, უკრაინას მოუწევს მინსკის ჯგუფის რეკომენდაციებზე დათანხმება, რაც ამ ქვეყნისთვის მტკივნეული იქნება“ – ამბობს ის. რაც შეეხება უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს, მამუკა გამყრელიძის თქმით, ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ არა ბრიუსელში, არამედ ნატოს წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში. „უკრაინის საგარეო პოლიტიკა საკმაოდ აქტიურია, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვი“ – ამბობს ის.

სტუმარი: მამუკა გამყრელიძე, ევროპელი დემოკრატების გენერალური მდივანი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი