ღია სტუდია - წითელი ხაზები ნატოსა და რუსეთისთვის
ღია სტუდია - წითელი ხაზები ნატოსა და რუსეთისთვის
  • საერთაშორისო პოლიტიკის წამყვან თემად იქცა 2021 წლის ბოლოს რუსეთის მოთხოვნა, იურიდიულად გაფორმდეს გადაწყვეტილება, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება – იგულისხმება უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანება ნატოში. რატომ წამოაყენა რუსეთმა ეს მოთხოვნა ახლა, როცა თითქმის საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და არც საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების ტემპი აჩქარებულა – ამ კითხვაზე საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, რუსეთის გადაწყვეტილებაზე, დაეჩქარებინა ნატოსთან საკუთარი პრეტენზიების წამოყენება, იმოქმედა ავღანეთიდან ამერიკული შეიარაღებული ძალების გაყვანამ. „ სავსებით შესაძლებელია, ამერიკელების ავღანეთიდან გაყვანის შემდეგ, მოსკოვმა ჩათვალა, რომ მისთვის კარგი დროა, ვაჭრობა დაიწყოს ნატოსთან და ვაშინგტონთან“ – ამბობს ის. შორენა ლორთქიფანიძის ვარაუდით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დიდხანს გაგრძელდება და მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან – ნატო უარს არ იტყვის ღია კარის პოლიტიკაზე, მოსკოვი კი კვლავ საკუთარი უსაფრთხოების პრობლემების სერიოზულობაზე გააკეთებს აქცენტს.

სტუმარი: შორენა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: