ღია სტუდია - როდის აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის მდგომარეობაზე I 30.03.2023
ღია სტუდია - როდის აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის მდგომარეობაზე I 30.03.2023

კოვიდისა და უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოში 2022 წელს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა.

2022 წელს დაფიქსირდა ზრდა საგარეო ვაჭრობაში, გაიზარდა ტურიზმიდან შემოსავლები და 2-ჯერ გაიზარდა საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ოდენობა.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, თსუ-ს უნივერსიტეტის პროფესორის ნიკა შენგელიას აზრით, საქართველოში ინფლაციას ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკა იწვევს.

„მოსახლეობას ხელი უნდა მიუწვდებოდეს იაფ კრედიტზე, რომ საკუთარი საქმის წარმოება შეძლონ. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის პოლიტიკა ამის საშუალებას საფუძველშივე სპობს“, – ამბობს შენგელია.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: