სწორია თუ მცდარი ეროვნული ბანკის ბოლო დროის გადაწყვეტილება, გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი? რა მოჰყვება ამ ნაბიჯს: შემცირდება ინფლაცია და სანაცვლოდ დაიწევს ეკონომიკური ზრდის ტემპი, თუ პირიქით, ეკონომიკაში ფულის ჩაშვება, გამოაცოცხლებს ეკონომიკას? დიდი ანგარიშით, შესწევს თუ არა ძალა და უნარი საქართველოს მთავრობას, თავისი პოლიტიკით მისცეს ბიძგი ეკონომიკის ზრდას და შეარბილოს მაინც არაერთი პრობლემა, რომელიც მოქალაქეთა გაჭირვების მიზეზად იქცა?
რესპონდენტები: გოგიტა ცუცქირიძე – ციფრული ეკონომიკის ასოციაციის დამფუძნებელი, მერაბ ჯანიაშვილი – ეკონომისტი, ზურაბ ჭიაბერაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველო“, ზვიად ხორგუაშვილი – ეკონომისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.