ღია სტუდია - ერგნეთში იწყება ტექნიკური ხასიათის შეხვედრა
ღია სტუდია - ერგნეთში იწყება ტექნიკური ხასიათის შეხვედრა

ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე განიხილება ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები, საფრენი აპარატის ჩამოგდების ფაქტი და საუბარი იქნება იმის შესახებაც, რომ ამ დღეებში ახალგორში რუსი სამხედროები აფრთხილებენ მოქალაქეებს ახალგორის შესასვლელის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ, რაც დამატებით პრობლემებს შეუქმნის მოსახლეობას.

სატელეფონო კომენტარები გააკეთეს კავკასიური სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო აბრამაშვილმა და შერიგების სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ.