ამ კვირაში დასრულდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები და ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში. იენს სტოლტენბერგის განცხადებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნი იყო სიტყვები, რომლებიც ეხებოდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. დიპლომატიის ენა ხშირად თარგმნას ითხოვს. განმარტება ასევე სჭირდება ნატო-საქართველოს ურთიერთობებში საქართველოს მხრივ ბოლო წლებში გამოვლენილ ერთგვარ პასიურობას, რაც არაფრით ეხმარება ჩვენი ქვეყნის წინსვლას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად. დღევანდელ გადაცემაში სწორედ ნატოს გზაზე გაჩენილ ახალ და და ზოგიერთ ძველ დაბრკოლებას შევეხებით.
სტუმარი: გიორგი გობრონიძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, იურისტი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი.
სატელეფონო ჩართვა: ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი.