ღია სტუდია - დაუნის სინდრომი და ქართული საზოგადოება
ღია სტუდია - დაუნის სინდრომი და ქართული საზოგადოება

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ახლავს სხვადასხვა მოვლენა თუ ღონისძიება, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია რუტინა, ყოველდღიურობა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებსა და მათ ახლობლებს უწევთ ორიენტირება: შეიცვალა ეს გარემო მას შემდეგ, რაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრება მზის სინათლეზე გამოვიდა? რა დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა საზოგადოებას მათ მიმართ? ამასთან, თუ ადრე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უთმობდნენ უფრო ყურადღებას, წლები გადის, ბავშვები იზრდებიან და ჩნდება ზრდასრული მოქალაქეების საკითხიც: რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ დღევანდელი ქართული საზოგადოება ნორმალური ცხოვრებისათვის?

სტუმარი: ნინო ცინცაძე, ილიაუნის ენა-მეტყველების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.