ღია სტუდია - რა შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ
ღია სტუდია - რა შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ქართულ ოცნებას მოუწევს დაუმტკიცოს საზოგადებას და მის მომხრეებს, რომ შესწევთ ძალა, გაამართლონ არჩევნებზე მიღებული ხმები – ფაქტია, რომ 2020 არჩევნებისას ქართული ოცნების მიერ მიღებული ხმების უმრავლესობა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორით იყო გამოწვეული. ანალიტიკოსს იმედი აქვს, რომ პარტია გაითვალისწინებს მისი ყოფილი თავმჯდომარის რჩევას და შიდა პარტიულ არეულობაში არ გადაეშვება.
განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს, რომლის აზრითაც, ქართული ოცნება სრულად იდგა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე და მის გარეშე პარტიის ეფექტური საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ რაღაც დროის შემდეგ ქართული ოცნების ახალი ლიდერი გამოკვეთოს და ეს არ იყოს ირაკლი კობახიძე, რომელსაც 16 იანვარს დაგეგმილ ყრილობაზე ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარედ აირჩევენ.
სტუმრები: პოლიტიკის ანალიტიკოსები – ზაალ ანჯაფარიძე და ვაჟა ბერიძე (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: