ღია სტუდია - რა საფრთხის წინაშეა საქართველო
- რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას შეიძლება პოლიტიკური შტილი ეწოდოს. მეორე მხრივ, საქართველოში თვალსაჩინოა ომისადმი ორნაირი დამოკიდებულების არსებობა: ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მისი მთავარი ამოცანა და მონაპოვარი არის მშვიდობა და სწორედ მშვიდობის პირობებში დაიცავს ქვეყნის ინტერესს, ხოლო ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება არასწორ მხარეს დგას, როცა არ უერთდება საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ეს შეიძლება პოლიტიკურ კატასტროფასაც მოასწავებდეს. მესამე მხრივ, კი პოლიტიკური ოპოზიცია რატომღაც არ არის ისე აქტიური, როგორც შეიძლება მოახლოებული საფრთხის პირობებში იყოს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნასთან ერთად მისი პრესტიჟიც აფიქრებს.
სტუმარი: გიგი თევზაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: