რამდენი კონგრესმენი აწერს ხელს წერილებს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს – განაცხადა გადაცემის სტუმარმა, მაგრამ მთავარია, რას წერენ კონგრესმენები ამ წერილებში. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ამას კამპანიური ხასიათი აქვს, რაც იმას უჩვენებს, რომ მეორე მხარემ – ოპოზიციამ კარგად იმუშავა და კონგრესმენებსაც რეალურად მიაჩნიათ, რომ ცუდია, როცა პოლიტიკური ძალა დაპირებას არ ასრულებს. ისინი ამ გზავნილს აყვნენ და ეს პათოსია მათ წერილებში.
სტუმარი: არჩილ გეგეშიძე – ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: