სტუმარმა ძირითადად ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნებზე და გამოთქვა გულისტკივილი, რომ უვადოდ 14 მოსამართლე იქნა არჩეული. მისი აზრით, უფრო ნაკლები რაოდენობაც საკმარისი იქნებოდა, რათა სასამართლოს ფუნქციონირება არ შეეწყვიტა, თუმცა, პრაქტიკულად ყველა აირჩიეს, ვინც უნდოდათ და თუ ხელისუფლება შეიცვლება, იმის მიუხედავად, რომ ეს მოსამართლეები უვადოდ არიან არჩეული, მაინც შეიძლება გამოიძებნოს გზები, რათა რამდენიმე მათგანის გაწვევა მოხდეს კანონიერად. სტუმრის აზრით, არჩეული მოსამართლეების ყოფნა მათ ადგილებზე ბევრად უფრო აზიანებს დემოკრატიულ პროცესს, ვიდრე მოსამართლეობიდან მათი გათავისუფლება დააზიანებს. რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევას, სტუმარს მიაჩნია, რომ ამ თანამდებობაზე კვლავ ირაკლი შოთაძეს ვიხილავთ.
სტუმარი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: