ღია სტუდია - „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა I 04.04.2024
გუშინ საღამოს „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უკვე დააინიცირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ორშაბათს ბიუროს წარედგინება და შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნება.
ანალიტიკოსი შორენა ლორთქიფანიძე თვლის, რომ 2017 წლის შემდეგ საქართველოში ნელ-ნელა ვიწროვდება თავისუფალი სივრცეები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივაც ამ მიზანს ისახავს.
„არასამთავრობო სექტორი რატომღაც განტევების ვაცად იქცა „ქართული ოცნების“ დამსახურებით. სამწუხაროდ, ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა შორენა ლორთქიფანიძემ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: