ამ დღეებში საქართველომ მიიღო მიწვევა, გახდეს ევროკავშირის ინოვაციებისა და მეცნიერების ორგანიზაციის EURAXESS ის წევრი.
ესაა ახალი ნაბიჯი ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ. როგორ მოხდა ასეთი სერიოზული აღიარება, რას გვავალდებულებს ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის წევრობა და როგორ შეუწყობს მეცნიერების განვითარებას ხელს?
სტუმარი: საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი – ზვიად გაბისონია.