ღია სტუდია - ქართულ-ამერიკული ურთიერთიბები. ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში
„საქართველოში ველოდებით აშშ-ს ახალი ელჩის დანიშვნას და ბუნებრივია, საინტერესოა, რას უნდა ველოდეთ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში. საამისოდ მნიშვნელოვანია ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ჯორჯ კენტის მოსმენა. ეს პიროვნება იმავე პოზიციაზე მუშაობს თეთრ სახლში, რაზეც ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეთიუ ბრაიზა მუშაობდა. და აი, სწორედ ჯორჯ კენტის მოსმენის დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ ამერიკამ უნდა გააგრძელოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, მაგრამ ის მატერიალური დახმარება, რომელსაც საქართველო იღებს, უფრო მიზნობრივი უნდა გახდეს და კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. როგორც ჩანს, ახალი ელჩის საქმიანობაც ამ მიმართულებით უფრო მეტად გაძლიერდება.“
სტუმარი: შორენა ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი, „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს“ წარმომადგენელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: