ღია სტუდია - სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის ახალი მიმართულებები
ღია სტუდია - სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის ახალი მიმართულებები

„სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტს პირველი ნოემბრიდან დაემატა ახალი ფუნქცია – ეს არის საგამოძიებო ფუნქცია. სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტი იწყებს სამართალდამცავების და სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას. ამით დაკმაყოფილდება როგორც ჩვენი საზოგადოების ინტერესი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის მოთხოვნები. სათანადო ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური დაუყოვებლივ დაიწყებს სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას. უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი 1-99 და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია სახელმწიფო მოხელის, ან სამართალდამცავის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გვპირდება, რომ შეტყობინება არ დარჩება რეაგირების გარეშე.“

სტუმარი: ლევან ვერულაშვილი – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

  

 

დატოვე კომენტარი