ღია სტუდია - თანამედროვე ურბანული გამოწვევები
ღია სტუდია - თანამედროვე ურბანული გამოწვევები

„ურბანული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქალაქო ტრანსპორტი. თბილისის მთავარი ტრანსპორტი – მეტრო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. სავაგონე პარკი 1992 წლიდან არ განახლებულა, თუმცა, არსებული ვაგონების შეკეთება მიმდინარეობს. საბურთალოს ხაზზე სამვაგონიანი შემადგენლობებიდან შესაძლებელი გახდა ოთხვაგონიან შემადგენლობაზე გადასვლა. რაც შეეხება მიწისზედა ტრანსპორტს, დედაქალაქის მერიამ გამოცდილ ფრანგულ კომპანიას „სისტრას“ დაუკვეთა საქალაქო ტრანსპორტის ქსელის რეგულირების სქემის მომზადება და ამ წლის ბოლოდან საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებას უნდა ველოდეთ.“

სტუმარი: გიორგი ბაბუნაშვილი – ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

  

დატოვე კომენტარი