ღია სტუდია - წყალტუბოს აღორძინების პროექტი
ღია სტუდია - წყალტუბოს აღორძინების პროექტი

წყალტუბოს აღორძინების პროექტს, რომლის დაწყების შესახებაც ორიოდე დღის წინ განცხადება გააკეთა პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. უმრავლესობის წარმომადგენლები ცალსახად დადებითად აფასებენ ამ პროექტს, ოპოზიცია კი წინასაარჩევნო პიარად მიიჩნევს. ეკონომისტების აზრით, პროექტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი, კურორტი წყალტუბო მსოფლიო რუკაზე დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს.

სტუმარი: ვახტანგ ჭარაია – ეკონომიკის დოქტორი, სექტორი 3-ის ეკონომისტი.

ტელეფონით: ზვიად შალამბერიძე – სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: