ღია სტუდია - პოლიტიკური ვითარება ქართული ოცნების უკანდახევის შემდეგ I 28.03.2023
„ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ ოპოზიციას ჩამოყალიბებული შინაარსი არ გააჩნია, ხოლო ქართული ოცნება თითქოს მიუშვა მისმა დამფუძნებელმა, რაც ბოლო დროინდელ აგრესიულ რიტორიკასა ქმედებებში გამოიხატა.
გამყრელიძის შეფასებით, საქართველოს მომავალი შესაძლოა, იმაზე აღმოჩნდეს დამოკიდებული, როგორ მოექცევა და რას მოსთხოვს ბიძინა ივანიშვილს დასავლეთი.
გამყრელიძის აზრით, ივანიშვილი შეეცდება ამჯერად მისივე შექმნილი პროდასავლური იმიჯის მქონე ჯგუფი გამოიყვანოს პოლიტიკურ ასპარეზზე.
სტუმარი: მამუკა გამყრელიძე – „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: