პარლამენტის მიერ ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, დასავლეთის პოლიტიკა ოფიციალური თბილისის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. ევროკავშირის განცხადებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
აშშ განუსაზღვრელი დროით აჩერებს საქართველოში ერთობლივ წრთვნებს, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, განხილვის საგანია საქართველოსთან ერთობლივი ყველა პროგრამა.
ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე ამბობს, რომ „ოფიციალური თბილისი, როგორც ჩანს, არ ელოდა ასეთ რეაქციას გამჭვირვალობის კანონის მიღებაზე. ფაქტობრივად, საქართველო საერთაშორისო იზოლაციაშია“.