პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ნონიაშვილის შეფასებით, პოლიტიკური იდეების ბაზარი საქართველოში ჯერჯერობით ძალიან მწირია. ამ ფონზე უფრო შესამჩნევი ხდება მომავალზე მომართული ხედვა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად.
მისი აზრით, სასამართლოს დამოუკიდებლობას დაეხმარება ნაფიცი მსაჯულების მიერ სისხლის სამართლის ყველა საქმეზე ვერდიქტის გამოტანის შესაძლებლობა.
ნონიაშვილის თქმით, ნაფიცი მსაჯულები კანონის ძალით შეიძლება ჩაერთონ ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საქმეთა განსჯაშიც. ეს შებოჭავს არაკეთილსინდისიერ მოსამართლეებს და ხელს შეუწყობს საზოგადოების დემოკრატიზაციას.
სტუმარი: გიორგი ნონიაშვილი, იურისტი, ევროპული საქართველო.