ღია სტუდია - მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არჩევნებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გრძელდება. მართალია რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ცალკეული საარჩევნო მოდელები განიხილეს და ორივე მხარე ახალი ინიციატივების მოლოდინშია. გადაცემის სტუმარმა განაცხადა, რომ მას, როგორც საარჩევნო ტექნოლოგიების სპეციალისტს აქვს კონკრეტული შეთავაზება და ელოდება, რომ მხარეები ამ შეთავაზებისადმი ინტერესს გამოიჩენენ. საქმე ეხება მრავალმანდატიანი სისტემის განსხვავებულ – კომპრომისულ ვარიანტს.
სტუმარი: ლადო ბოჟაძე – სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: