ვინაიდან ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილება შეზღუდულია, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ცხინვალის დეფაქტო მმართველებს ტყვედ ჰყავთ აყვანილი მშვიდობიანი მოსახლეობა. როგორც გადაცემის სტუმარს მიაჩნია, ამ სიტუაციაში მაინც შეიძლება გამოსავლის მოძებნა, რათა ადგილზე იყოს შესაძლებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის როგორც სამედიცინო დახმარება, ასევე სხვა სერვისების შეთავაზება. გადაცემაში საუბარი შეეხო აგრეთვე აფხაზეთში არსებულ ვითარებას.
სტუმარი: გიორგი კანაშვილი – კონფლიქტოლოგი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: