ღია სტუდია - ლონდა თოლორაია - ტრადიცია, რომელიც კანონს ეწინააღმდეება, დანაშაულია I 12.10.2023
რამდენიმე დღის წინ საქართველოში კიდევ ერთმა გოგონამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე – 14 წლის გოგონა 28 წლის მამაკაცმა მოკლა, რომელმაც ის ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.
მოძალადე დაკავებულია. დაკავებულები არიან გოგონას დედა და ბიძა – მათ ბრალი ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყებინებლობის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი.
კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია არ იზიარებს გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს არასრულწლოვანთა ქორწინება კონკრეტული ეროვნული უმცირესების თემისთვისაა მხოლოდ დამახასიათებელი.
„იმ მონაცემებით, რაც მე მაქვს, არასრულწლოვანთა ქორწინების კუთხით, 50 პროცენტი მოდის აზერბაიჯანულ თემზე. დანარჩენი შემთხვევები – ეს ქართველი ბავშვების დანგრეული ცხოვრებაა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ლონდა თოლორაია თვლის, რომ პრობლემა კომპლექსურია, თუმცა არ ფიქრობს, რომ კანონმდებლობის კუთხით რაიმეა შესაცვლელი.
„მთავარია, შესრულდეს ის, რასაც კანონი განსაზღვრავს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: