ღია სტუდია - ლარის კურსის ვარდნა. მიზეზები და პროგნოზები
„ლარის კურსზე მოქმედებს დოლარის შემოდინება ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. თუ დიდი რაოდენობით შემოდის დოლარი – ლარის კურსი მყარდება, თუ ნაკლები შემოდის, ლარი – უფასურდება. ჩვენი ეკონომიკა ბევრად არის დოლარზე დამოკიდებული, ვინაიდან, ჩვენი ეკონომიკის შემავსებელია ტურიზმი, ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობა. ამჟამად ყველა მიმართულებით გარკვეული შეფერხებაა, დოლარზე მოთხოვნილება გაზრდილია. ამ ვითარების მიუხედავად, ეროვნულ ბანკს შეუძლია ლარის კურსის გამყარება. თუ ამოიღებენ ლარს ჩვენი ეკონომიკიდან, ოღონდ ისეთი რაოდენობით, რომ არ გაუჭირდეს ფუნქციონირება ეეკონომიკას, ლარის კურსი გამყარდება.“
სტუმარი: ვეფხია გიორგაძე – ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი.