ღია სტუდია - კოტე კანდელაკი - 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ ორპოლუსიანი იქნება I 04.05.2023
IRI-ისა და NdI-ის კვლევებით, საქართველოში გაზრდილია მათი რაოდენობა, ვინც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ენდობა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ამ ადამიანების მიმხრობა პოლიტიკოსებისთვის ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის კოტე კანდელაკის აზრით, საზოგადოებრივი აზრის კვლევები გარკვეულწლიდ უჩვენებს ტენდენციებს პოლიტიკურ ველზე.
„ფაქტია, რომ ამომრჩეველში მაღალია ნიჰილიზმის და უნდობლობის დონე“, – ამბობს ის და იხსნებს, რომ 2011 წელს ზუსტად ასეთი განწყობები იყო ამომრჩეველში, რაც პოლიტიკულ ველზე ახალი მონაწილის – ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ შეიცვალა.
კოტე კანდელაკის აზრით, გამორიცხული არ არის, ორპოლუსიანობა ამჯერადაც შეიცვალოს, ოღონდ ამისთვის აუცილებელია, პოლიტიკურ სცენაზე ახალი ფიგურა გამოჩნდეს ახალი იდეებით და ენერგეტიკით.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: