ღია სტუდია - კოტე ჩოკორაია - კონსტიტუციის ფორმალურად წაკითხვა არასწორია I 14.09.2023
14 ოქტომბრამდე ცნობილი გახდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია. სავარაუდოდ, ამ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომელიც 9 მოსამართლისგან შედგება. კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია და, ამ თვალსაზრისით, უმრავლეობის მხრიდან პრეზიდენტის დადანაშაულება მხოლოდ პოლიტიკურ ელფერს ატარებს.
„საეჭვოა, საკონტიტუციო სასამართლოს მიერ დარღვევის დადგენის შემდეგაც კი, პარლამენტში 100 ხმა შეგროვდეს იმპიჩმენტის დასასრულებლად. უფრო სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის საგარეო უფლებები მაქსიმალურად შეიზღუდება“, – ამბობს ჩოკორაია.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: