ღია სტუდია - კორონავირუსით  გამოწვეული ეკონომიკური ზარალი
ღია სტუდია - კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი

„ჩინეთთან და ირანთან მიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთვის ათეული მილიონობით ზარალის მომტანია. ძირითადად ტურიზმიდან, 2018 წელს, ჩინეთიდან საქართველოში 112 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2019-ში იყო სერიოზული მატება და წელს სავარაუდოდ ჩინეთიდან 140 მილიონ დოლარამდე უნდა გაზრდილიყო ეს შემოსავალი. ბუნებრივია, პირდაპირი მიმოსვლის შეზღუდვა საქონელბრუნვაზეც იმოქმედებს. ეს ბრუნვა საკმაოდ სოლიდურია – ჩინეთიდან 800 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოდის და ჩვენ 200 მილიონი დოლარის პროდუქცია გაგვაქვს ჩინეთში. ექსპერტები თვლიან, რომ უშუალოდ ჩინეთში 300 მილიარდის ზარალია მოსალოდნელი. ექსპერტების აზრით, კორონავირუსის გავრცელებამ შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც კი გამოიწვიოს.“

სტუმარი: ვეფხია გიორგაძე – ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერთა ცენტრის პრეზიდენტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: