ღია სტუდია - პერსონალურ მონაცემთა დაცვა - ხორციელდება ახალი პროექტი
ღია სტუდია - პერსონალურ მონაცემთა დაცვა - ხორციელდება ახალი პროექტი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უკვე ექვსი წელია ფუნქციონირებს, მაგრამ საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ კარგად არ არის ცნობილი ამ სამსახურის მნიშვნელობა და ის, თუ როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა პერსონალური ინფორმაცია, რა შემთხვევაში უნდა მიმართონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და რა დახმარების აღმოჩენა შეუძლია ამ სამსახურს ადამიანებისთვის. სწორედ საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაიწყო პროგარამა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები საქართველოში“. პროექტში ჩართული არიან სტუდენტები და ისინი გარკვეულ საგანმანათლებლო სამუშაოს გასწევენ მთელ საქართველოში, ყველა მსხვილ რეგიონში.“

სტუმარი: ნინო ქურასბედიანი – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი, საჯარო მმართველობის დოქტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: