ღია სტუდია - ძალადობა ქალთა მიმართ
ღია სტუდია - ძალადობა ქალთა მიმართ

საზოგადოებითვის კარგადაა ცნობილი უმძიმესი ფაქტი: სამტრედიაში, იუსტიციის სახლში განქორწინებისათვის მისულმა მამაკაცმა მოკლა ცოლი. ამ ფაქტის კომენტირებისას გადაცემის სტუმარმა განაცხადა, რომ უნდა ამოქმედდეს უმკაცრესი მექანიზმი ასეთი ძალადობის აღმოსაფხვრელად, თუმცა, მისი აზრით, მხოლოდ კანონის გამკაცრება შედეგის მომტანი არ არის. საზოგადოების განათლება, სამოქალაქო შეგნება უნდა ამაღლდეს იმ დონეზე, რომ კაცმა არ აღმართოს ხელი ქალზე.

სტუმარი: ფსიქოლოგი – ნანა გოგიჩაშვილი.

სატელეფონო ჩართვა: ტრეფიკინგის მსხვერპლთა,დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: