კორონავირუსს გრიპის ეპიდემიას ადარებენ და ეს მართალიცაა – გრიპივით ჩაივლის. კარგია, რომ ლეტალობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. წინა ეპიდემიები გაცილებით მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდებოდა, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა. განათლების მინისტრის მოადგილემ, სატელეფონო ჩართვისას, მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებთან დაკავშირებით, კერძო სკოლებსაც მიაწოდეს სათანადო რეკომენდაციები. ეკონომიკის ექსპერტმა ასევე სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ მართალია, ტურიზმზე მივაჯაჭვეთ ჩვენი ეკონომიკა და ამ ვითარებაში ტურიზმი ზარალდება, მაგრამ ამის მიუხედავად, კორონავირუსი ტურიზმს სასიცოცხლო საფრთხეს ვერ შეუქმნის.
სტუმარი: გიორგი კამკამიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, იმუნოლოგი.
სატელეფონო ჩართვა: ეკა დგებუაძე – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ჭარაია – ეკონომიკის ექსპერტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: