ისრაელზე გასული წლის 7 ოქტომბერს მიტანილი იერიშის შემდეგ რეგიონის არც ერთ არაბულ სახელმწიფოს არ გამოუხატავს ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰამასის“ მხარდაჭერა. ისრაელის საპასუხო ქმედებებს კი მრავალი სახელმწიფოს გარდა, მხარი დაუჭირეს თვით ისრაელში მცხოვრებმა არაბებმა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა იემენში დაბომბეს ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო შენაერთები. დაიწყო ამ 30 წლის წინათ განჭვრეტილი ცივილიზაციური კონფლიქტი იუდეურ-ქრისტიანულსა და ისლამურ ცივილიზაციებს შორის თუ ვითარება შუა აღმოსავლეთში რჩება პოლიტიკურ კონფლიქტად?!
სტუმარი: შოთა თხელიძე, პირველი არხის ანალიტიკოსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: