ღია სტუდია - კიბერუსაფრთხოება
ღია სტუდია - კიბერუსაფრთხოება

მეორე დღეა მსოფლიო ლიდერები საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ და გმობენ კიბერთავდასხმას, რომელიც რუსეთმა 28 ოქტომბერს განახორციელა. მხარდამჭერი განცხადება მსოფლიოს ოცზე მეტი სახელმწიფოდან გაკეთდა ისლანდიიდან – ავსტრალიამდე. როგორც გადაცემის სტუმარმა განაცხადა, კიბერდანაშაულის გამოძიება ძალიან რთულია და თითქმის ოთხი თვის წინანდელ კიბერთავდასხმაზე ასეთი რეაქცია ამჟამად ამიტომ მივიღეთ. მან ისაუბრა აგრეთვე იმის შესახებ, თუ რა საქმიანობას ეწევა მის მიერ დაფუძნებული ცენტრი კიბერსაფრთხისგან დაცვისათვის.

სტუმარი: ანდრო გოცირიძე – კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო ცენტრის CYSEC – ს დამფუძნებელი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: