რა გაკეთდა დედაქალაქში მიმდინარე ერთი წლის განმავლობაში.
„ საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გუშინ გაიმართა თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია. აღინიშნა რა გაკეთდა ურბანული განვითარების, ტრანსპორტის, სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვის მიმართულებით. აგრეთვე განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის“- ილია ელოშვილი
„ პრეზენტაციაზე საუბარი იყო არა მხოლოდ უკვე განხორციელებულ პროექტებზე, არამედ სამომავლო გეგმებზეც და ასეთი ძალიან ბევრი გვაქვს. ესაა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ესაა ე.წ. „ღამის ეკონომიკის“განვითარება, მეტროს განახლება და ახალი სადგურების მშენებლობის დაწყება“- ილია ელოშვილი
სტუმარი: ილია ელოშვილი – თბილისის მერის მოადგილე