ღია სტუდია - K-2 აიკრძალა
ღია სტუდია - K-2 აიკრძალა

ქალაქის განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებაა. კატეგორიულად აიკრძალა K-2 კოეფიციენტის გამოყენება. რაც ნიშნავს იმას, რომ სამშენებლო კომპანიებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რაზეც თავიდან მიიღეს ნებართვა, იმაზე უფრო მეტი სართულები დააშენონ ნაგებობას. K-2 კოეფიციენტის შეძენა კი მათ ამის საშუალებას აძლევდა. ამ კოეფიციენტის აკრძალვა სერიოზული ნაბიჯია ქაოტური მშენებლობების შეზღუდვისაკენ. ქალაქი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით განვითარდება, რომელსაც საკრებულო, სავარაუდოდ მარტის შუა რიცხვებში დაამტკიცებს.

სტუმარი: ბექა დავითულიანი – თბილისის საკრებულოს წევრი.