ღია სტუდია - კახა ჩომახიძე: „ომიკრონის“ შედარებითი სიმსუბუქის გამო დამშვიდება არ ღირს
ღია სტუდია - კახა ჩომახიძე: „ომიკრონის“ შედარებითი სიმსუბუქის გამო დამშვიდება არ ღირს
  • ინფექციონისტ-რეანიმატოლოგის კახა ჩომახიძის განცხადებით, „ომიკრონის“ ფონზე ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებლების გამო დამშვიდება არ ღირს. მისი თქმით, „ომიკრონი“ დელტა შტამთან შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის „ომიკრონი“ ასევე საშიშია. ინფექციონისტის თქმით, „ომიკრონის“ გრიპთან შედარება და მით უმეტეს მასთან გათანაბრება ნაადრევია. ჩომახიძის აზრით, დაავადების გადატანიდან 1-3 თვის განმავლობაში აცრა აუცილებელია. აცრის ეფექტურობასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ინფექციურის რეანიმაციულ განყოფილებაში არც ერთი აცრილი პაციენტი არ იმყოფება. კახა ჩომახიძისთვის მიუღებელია, როდესაც მედიკოსებს კოვიდთან დაკავშირებული წმინდა სამეცნიერო დავა საჯარო სივრცეში გამდმოაქვთ და იქ დაფიქსირებული ექიმთა აზრთა სხვადასხვაობა მოქალაქეებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

გადაცემის სტუმარი: კახა ჩომახიძე –  ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფექციონისტი, რეანიმატოლოგი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: