ღია სტუდია - გრიპის ვირუსი - რამდენად ეფექტურად ებრძვის მას სახელმწიფო
„დეკემბერში უკვე იყო პიკი, ახლა საგანგაშო არაფერია, დაავადებათა დინამიკა კლებადია. ამჟამად ყოველ 100 ათას ჩვენს მოქალაქეზე 256 ინფიცირებული მოდის. ზეგ, განათლების სამინისტროსთან ერთად გადაწყდება სკოლების და საბავშო ბაღების საკითხი: უნდა გამოცხადდეს კარანტინი, თუ არა. პანიკის საფუძველი არ არსებობს. ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“. განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სატელეფონო ჩართვა: ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.