ღია სტუდია - გიორგი მჭედლიშვილი - რეალურად, მეორე ცივი ომი მიმდინარეობს I 11.01.2024
უკრაინა ისევ იბომბება. დასავლეთი აგრძელებს უკრაინის დახმარებას – გუშინ უკრაინა-ნატო-ს სხდომაზე ითქვა, რომ 2024 წელს უკრაინა ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისგან რამდენიმე მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს.
ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მჭედლიშვილი ამბობს, რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, აშშ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, მიუხედავად წინასაარჩევნო განწყობებისა ამ ქვეყანაში, როცა წინა პლანზე ეკონომიკური საკითხები იწევს ხოლმე.
„ფაქტია, ჩვენ ყველანი მეორე ცივი ომის მომსწრენი ვართ. შესაბამისად, აშშ-ს აქტიური მონაწილეობა და დომინანტობა მსოფლიო პროცესებში, აუცილებელია“, – განაცხადა გიორგი მჭედლიშვილმა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: