აქამდე „ქართული ოცნება“ კრიზისიდან გამოსვლას ეფექტური გადაწყვეტილებებით ახერხებდა – ამბობს კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი, რომელიც თვლის, რომ სავსებით შესაძლებელია, შექმნილ ვითარებაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა სწორედ ქართული ოცნების ინტერესში იყოს.
მას უჭირს რაციონალურად ახსნას ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაეკავებინა ნიკა მელია. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი თავად ოცნებაში მიმდინარე დაპირისპირებას გამოეწვია.
„თუ გიორგი გახარია დათანხმდებოდა მელიას დაკავებას, რაც აუცილებლად გამოიწვევდა დასავლეთის ნეგატიურ რეაქციას, დღის წესრიგში დადგებოდა გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადმომის საკითხი“ – ამბობს კონფლიქტოლოგი.
მისივე ვარაუდით, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება მალე მოხდება, თუმცა უჭირს თქმა, განმუხტავს თუ არა ეს დაძაბულობას.
„ბევრი რამე დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში ოპოზიციის მოწოდებაზე“ – ამბობს გიორგი კანაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: