ღია სტუდია - გიგა ჯოხაძე - ნატო-ს სამიტმა დაადასტურა, რომ საქართველოს სვლა ნატო-სკენ პრობლემურია I 13.07.2023
ღია სტუდია - გიგა ჯოხაძე - ნატო-ს სამიტმა დაადასტურა, რომ საქართველოს სვლა ნატო-სკენ პრობლემურია I 13.07.2023

ვილნიუსში დასრულდა ნატო-ს სამიტი, რომელსაც ალიანსის ლიდერები ისტორიულს უწოდებენ. სამიტის მთავარი საკითხი უკრაინა გახლდათ, რომელმაც, მართალია, არ მიიღო მიწვევა ნატო-ში, მაგრამ მიიღო ძლიერი მხარდაჭერა და სამხედრო დახმარება.

რაც შეეხება საქართველოს, რეალურად, ნატო-მ გაიმეორა იგივე, რაც ითქვა 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე – საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ბოლო 15 წლის განმავლობაში, საქართველოს ნატო-სთან დაახლოების კუთხით არაფერი მომხდარა.

„შესაძლოა, ტექნიკური თვალსაზრისით, საქართველო უფრო თავსებადია ნატო-სთან, ვიდრე, მაგალითად, უკრაინა, მაგრამ ნატო მხოლოდ სამხედრო გაერთიანება არ არის და უკვე პოლიტიკური მდგენელით, საქართველო ძალიან დაშორებულია ნატო-ს სტანდარტებს“ – გიგა ჯოხაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: