არსებობს დიდი რაოდენობით დოკუმენტირებული მასალა, რომელიც ადასტურებს რუსეთის სახელმწიფოს მიერ ეთნიკური ქართველების მიმართ განხორციელებულ გენოციდს 1992-1993 წლებში. საქართველოს პროკურატურაში გახსნილია და თაროზე დევს 25 ათასი საქმე, რომელიც აფხაზეთში ჩადენილ ამგვარ დანაშაულებს ინახავს.
ადრე საერთაშორისო კონიუნქტურა არ იყო ხელსაყრელი ქართველთა გენოციდის საკითხის დასაძრავად. ახლა, რუსეთის სამხედრო და დანაშაულებრივმა მოქმედებებმა უკრაინაში კონტექსტი შეცვალა. გენოციდის სამართლებრივი აღიარება რთული საქმეა, მაგრამ მას ჯერ ფართო პოლიტიკური რეზონანსი უნდა მიეცეს.
სტუმარი: თენგო კირთაძე, იურისტი, ევროპული საქართველო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: