ღია სტუდია - გელა კვაშილავა - მართვის მოწმობის ასქულიანი სისტემა ხარვეზებით მიმდინარეობს I 28.09.2023
გაეროს ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების პროექტების ექსპერტის გელა კვაშილავას განცხადებით, მოძრაობის წესების დარღვევაზე რეაგირება უნდა იყოს ადამიანის უსაფრთხოების პრევენცია და არა ბიუჯეტის შევსების საშუალება.
მისი თქმით, საქართველოს ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით, საკმაოდ მძიმე მდომარეობაა. შსს-ს მონაცემით, 2023 წლის პირველ კვარტალში 1427 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 90 და დაშავდა 1850 ადამიანი.
გელა კვაშილავა ამბობს, რომ კანონმდებლობაში ცვლილებებმა ჯერჯერობით საჭირო შედეგი ვერ მოიიტანა.
„მძღოლებისთვის ქულათა სისტემის შემოღება კარგი გადაწყვეტილება იყო. სხვა საკითხია, რომ ამ სიახლის განხორციელება ხარვეზებით მიმდინარეობს“, – განაცხადა კვაშილავამ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: