პარლამენტის წევრმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა ძალამ რუსთაველზე 3 ათასზე მეტი ადამიანის შეკრება ვერ შეძლო და ვინაიდან მას ხალხი მხარს არ უჭერს, ოპოზიციის ულტიმატუმს ხელისუფლება სერიოზულად ვერ მიიღებს და ვერ განიხილავს.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ზურაბ ხარატიშვილი – „ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, გამოვიყენებთ კანონიერ შესაძლებლობებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაუქმდეს“.
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი – „ინაუგურაცია მშვიდად რომ ჩატარდეს და პოლიტიკური პროცესი მშვიდობიანად გაგრძელდეს, ეს სამართალდამცავებმა უნდა უზრუნველყონ. უკრაინელი შეიარაღებული მოქალაქეების დაკავება რამდენად უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს, იმედია ამის შესახებ მალე გვაცნობებენ ძალოვანები“.