ღია სტუდია - ფასიანი პარკირება და ახალი რეგულაციები დედაქალაქში მოძრავი ტაქსებისათვის
„ახალი რეგულაციები დედაქალაქში მოძრავი ტაქსებისათვის ჯერ არ დასრულებულა და მისი შეფასება დადებითად, ან უარყოფითად ცოტა ნაადრევია. ზოგადად ეს რეფორმა ხორციელდება მგზავრთა უსაფრთხოების და კომფორტულად მათი გადაყვანის მიზნით. რეფორმის ამ ეტაპზე ქალაქში მგზავრის აყვანის უფლება აქვთ მხოლოდ იმ ტაქსების მფლობელებს, ვინც მანქანები თეთრად გადაღება. უკვე 1 ოქტომბერს ამ წესის დარღვევის გამო ბევრი მძღოლი დაჯარიმდა, თუმცა არის ინიციატივა და სავარაუდოდ, მათ ამ ჯარიმას არ გადაახდევინებენ, თუმცა, ვისაც სურს მგზავრთა გადაყვანაზე იმუშაოს ქალაქში, წესებს უნდა დაემორჩილოს და გადაღებოს მანქანა თეთრად, ან მხოლოდ გამოძახებებზე იმუშაოს.“
სტუმარი: ეკა ლალიაშვილი – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“ თავმჯდომარე.