ღია სტუდია - ემიგრაციის მუზეუმის იუბილე
ღია სტუდია - ემიგრაციის მუზეუმის იუბილე

1994 წლის 10 ოქტომბერს, პროფესორ გურამ შარაძის პირადი ფონდის ბაზაზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც ამ წლების მანძილზე სერიოზულ სამეცნიერო დაწესებულებად ჩამოყალიბდა და საიუბილეო დღეებში უკვე ბინას დაიდებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში.

სტუმარი: საქართველოს ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე.