რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურმა პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა რეფორმების საგზაო რუკა, რომლის გამჭოლი მოტივიც დეცენტრალიზაციაა: დეცენტრალიზებული მმართველობის სისტემა ანუ ფართო უფლებამოსილების მქონე თვითმმართველობა, დეცენტრალიზებული განათლებისა და მართლმსაჯულების სისტემები.
რეფორმისტული ხედვა ეხება თავდაცვის, უსაფრთხოების, საპენსიო და საბანკო სფეროს. ხოლო საარჩევნოდ პარტია უარს ამბობს, დაეყრდნოს აქამდე თითქოს უალტერნატივო კოორდინატორთა ქსელს.
სტუმარი: თენგიზ კირთაძე, პ/ო „ევროპული საქართველო“.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: