„როცა გასული წლის გაწეულ სამუშაოს ვაჯამებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც წელსაც გაგრძელდება, კინოს უკავშირდება. არქივის ცენტრალურ ოფისში, ვაჟა-ფშაველას პირველ ნომერში გავხსენით კინოდარბაზი, სადაც დაინტერესებულ მაყურებელს ჩვენთან დაცული კინოფილმების ნახვა შეუძლია. გვაქვს 32 ათასი დაცული კინოფილმი, რომელთაგან სჭარბობს დოკუმენტური და სატელევიზიო ფილმები. მცირე რაოდენობით, მაგრამ მხატვრული და ანიმაციური ფილმებიც არის ჩვენს საცავებში“. – განაცხადა თეონა იაშვილმა.
სტუმარი: თეონა იაშვილი – იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დირექტორი.