ღია სტუდია - ემილ ავდალიანი: საქართველოს მთავრობის მრავალვექტორული პოლიტიკა I 25.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში განხილვების დაწყების შემდეგ, ოპოზიცია სულ უფრო ხშირად აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ზურგი აქცია ევროინტეგრაციას და რუსული გავლენის ქვეშ მოექცა.
ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი ემილ ავდალიანი ამბობს, რომ ეს შეფასება გადაჭარბებულია.
„ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გატარებას, რაც პარტნიორად სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრის შერჩევასა და ბალანსირებას გულისხმობს. სხვა საკითხია, რომ მსგავსი პოლიტიკის წარმატებისთვის აუცილებელია დიდი რესურსი და გამოცდილი დიპლომატიური კორპუსი“, – განაცხადა ემილ ავდალიანმა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: