ღია სტუდია - დასუსტებული ოპოზიცია I 07.02.2023
ღია სტუდია - დასუსტებული ოპოზიცია I 07.02.2023

პოლიტიკის ანალიტიკოსის დავით ზურაბიშვილის აზრით, პოლიტიკურ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებმა ამ ეტაპზე დაასუსტა პარტიები, თუმცა ისეც არა, რომ „ქართულ ოცნებას“ სამოქმედოდ მთლად მოსუფთავებული ველი დარჩეს.

დღეს ხელისუფლებას სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. ოპოზიციას არც მასშტაბური პოლიტიკური ლიდერი ჰყავს.

ზურაბიშვილის შეფასებით, მცირე პარტიათა უმეტესი ნაწილის დღის წესრიგი და შეტყობინებები ჰგავს „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს.

სტუმარი: დათო ზურაბიშვილი – პოლიტიკის ანალიტიკოსი, საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: