საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
„დიახ, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკოსებისა და სხვა პირთა მიმართ გამოძიება დაიწყოს“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ.
რაც შეეხება დარღვევების შესახებ საჩივრებს, ცსკო ამ დღეებში იღებს ამ საჩივრებს და კანონით დადგენილ ვადებში, 21 ნოემბრამდე განიხილავს.
სტუმარი: გიორგი შარაბიძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: